ახალი ამბები

საჯარო მოხელეთა გამოსაცდელი ვადით აყვანის დრო გახანგრძლივდა

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის, ეკატერინე ქარდავას განმარტებით, ახალი კანონი საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანთა სამართლებრივი სტატუსისა და კატეგორიების განსაზღვრას შეწყობს ხელს.
„6 თვის ნაცვლად მოხელეებს გამოსაცდელი ვადა ექნებათ 12 თვე. რაც შეეხება საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემას, იგი დაეფუძნება მის მიერ გაწეულ სამუშაოს წლის განმავლობაში”,– განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.