სოფელ ანაგის მოსახლეობა საპროტესტო აქციებს აანონსებს
როგორც ადგილობრივებმა knews.ge-ს განუცხადეს, მთიანი რელიეფის გამო სოფელში საავტომობილო გზა ფაქტობრივად, არ არსებობს. ისინი აღნიშნავენ, რომ პრობლემის შესახებ პრემიერ–მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს პეტიციითაც მიმართეს.
„გზაზე დაბალი გამავლობის მანქანები ვერ მოძრაობს. ნახევარი სოფელი ფერდობზეა შეფენილი. ყველაზე უარესი ის არის, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს. ავადმყოფს საკაცით დაატარებენ. ამ გზაზე მდებარეობს სასაფლაო, საბავშვო ბაღი და მამათა მონასტერი. სოფელში ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გზა ეს არის”, – განუცხადა knews.ge-ს პეტიციის ერთ-ერთმა ავტორმა, ნინო გოგოლაშვილმა.
ფოტოები: ნინო გოგოლაშვილი