ავარელმა და ქართველმა ახალგაზრდებმა გამოხატვის თავისუფლებაზე იმსჯელეს
ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე“ ისაუბრა და ახალგაზრდებს საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა და საზოგადოებრივი ღირებულებები გააცნო.
პროექტის წარმომადგენლის, ელენე ნოდიას განცხადებით, „ეს შეხვედრა განკსაუთრებით საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა მონაწილეებისთვის. გაირვკა, რომ თითქმის ყველა მონაწილეს ქონია მისი ცხოვრების მანძილზე მომენტი, როდესაც რაღაც მიზეზის გამო ვერ შეძლო საკუთარი მოსაზრების გამოხატვა/დაცვა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე რელიგიის, პოლიტიკის ან სხვა ზოგად თემებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებით, კიდებ უფრო ცოცხალი დისკუსია გამოგვივიდა“, – აღნიშნა მან.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ღია საზოგადოება – საქართველო“, ხოლო შეხვედრებს მასპინძლობს ახალსოფლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი!