გურჯაანში ახალი წლის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
გურჯაანის მერის მოადგილის ნიკა გეთიაშვილის განცხადებით, 31 დეკემბერს საახალწლო ქალაქი მოეწყობა.
,,წინასაახალწლოდ მოირთვება ნონეშვილის ქუჩა, თუმცა მომავალი წლისთვის სხვა ქუჩების განათებაც იგეგმება”, – განუცხადა knews.ge-ს ნიკა გეთიაშვილმა.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ეკა ცისკარაშვილის ინფორმაციით, წინასაახალწლო ღონისძიებების დაგეგმვისა და მოგვარების პროცესში ახალგაზრდული საბჭო აქტიურად არის ჩართული.
,,საბჭოს ორგანიზებით და ჩართულობით იგეგმება ყველა ის ღონიძიება, რომელიც ახალი წლის ღამეს გაიმართება. ღონისძებების გრაფიკი საკმაოდ დატვირთული იქნება სპორტული და გასართობი აქტივობებით. იგეგმება როგორც საბავშვო გასართობი პროგრამა, ასევე კონცერტი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული მომღერლები. ქალაქში უკვე დამონტაჟებულია განათებები. ნონეშვილის ქუჩა გადაიკეტება 30 და 31 დეკემბერს. ღონისძიები დაიწყება 31 დეკემბერს, 17:00 საათზე. ღონისძიებას დაასრულებს გალა კონცერტი და ფოიერვერკი. “ – განუცხადა knews.ge-ს ეკა ცისკარაშვილმა.