წნორში მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ.ქ-მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც knews.ge–ს შსს–ში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.