ახალი ამბები

საახალწლო ღონისძიებებისთვის სიღნაღში 4950 ლარი დაიხარჯება

როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე მერმა, მადონა ბატიაშვილმა განუცხადა, აღნიშნული თანხა საახალწლოდ გარეგანათების მოსაწყობად და სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად დაიხარჯება.
“აღნიშნული თანხა საახალწლოდ გარეგანათებების მოსაწყობად და სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებაზე დაიხარჯება. ნაძვის ხე გვაქვს და დავდგავთ. საახალწლო განათებები უკვე არის ქალაქში და ნაწილს დავამატებთ. ახალი წლის ღამეს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი”, – განუცხადა Knews.ge-ს მადონა ბატიაშვილმა.