ახალი ამბები

გურჯაანში ავარიის შედეგად 2 მცირეწლოვანი დაშავდა

„opel“ – ის მარკის ავტომანქანა მოზარდებს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი გზის გადაკვეთას ცდილობდნენ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.