თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა შუახნის ქალბატონს იმ დროს დაეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.