კახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შსს–ს ინფორმაციით, აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.
,,ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის განყოფილებაში, ასევე, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის რაიონულ განყოფილებებში ახმეტის, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის რაიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა: 1984 წელს დაბადებულმა რ.ქ.-მ, 1962 წელს დაბადებულმა მ.ზ.-მ, 1975 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1991 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს. სულ ჩაბარებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. „აბრეზი“, „პგ“-ს ტიპის ხელყუმბარა, 600 გრამი ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი, 120 გრამი ფეთქებადი ნივთიერება „ამონალი მაგნიუმ 365“, 2 პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის 299 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, ჩაბარებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.