თელავში მაღაზია გაქურდეს
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სასურსათო მაღაზიიდან სხვადასხვა სახის პროდუქტი წაიღეს.
,,მაღაზიას ერთი მხრიდან ესაზღვრება თელავის ხევი, სწორედ იმ მხარეს იყო გამონგრეული შენობის კედელი და იქიდან არიან შესული ქურდები”, – განუცხადეს knews.ge-ს თვითმხილველებმა.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რომელიც ქურდობას გულისხმობს.

