სოფელ გურჯაანის სკოლაში მკვდარი ცხენი იპოვეს
ინფორმაციას ტელეკომპანია “გურჯაანი” ავრცელებს. ცხენის მეპატრონის, თემურ ქაჩლიშვილის ინფორნაციით, პირუტყვი მოკლულია.
“შებინდებული იყო, როდესაც გამოვუშვი. ვაჭამე კორმა და სამუშაოდ წავედი. როდესაც სახლში დავბრუნდი, ცხენი მკვდარი დამხვდა. ეტყობა, რომ სანადირო თოფიდან ესროლეს და მოკლეს”, – განაცხადა თემურ ქაჩლიშვილმა.
როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით, რომელიც სხვინი ქონების განადგურებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულია 2 პირი და საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.