ახმეტაში ეთერზეთების მწარმებელი ქარხანა ამოქმედდება
,,ეთერზეთები ექსპორტზე ევროპაში გავა. ჩვენ ეთერზეთებს მივაწვდით ევროკავშირის ქვეყნებში მდებარე საწარმოებს, რომლებიც სხვადასხვა ეთერზეთთან დამუშავების შემდეგ პროდუქციას კოსმეტიკურ, ფარმაცევტულ კომპანიებს გადასცემენ. ამის შემდეგ კომპანიები საბოლოო საცალო პროდუქტს გამოუშვებენ სუნამოს, კოსმეტიკის, საყოფაცხოვრებო ქიმიის სახით”, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ნაცვლიშვილმა.
~პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ დოლარზე მეტია. საწარმოში 70-მდე ადამიანი დასაქმდება. კომპანიამ უკვე დაიწყო ცხოველების, ფრინველებისა და თევზის საკვების პროდუქტების წარმოება.