“ბადაგონმა” ჩინეთში ქართული კულტურის ცენტრი გახსნა
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, კომპანია “ბადაგონის” დამფუძნებელი გიორგი სალაყაია და ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, კულტურის ცენტრი ქართული ღვინისა და ჩინეთში პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
„ქართული კულტურის ცენტრი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს და მისი თითოეული დარბაზი თუ კუთხე ქართული მონასტრების, ქართული არაჩვეულებრივი ლანდშაფტების, ღვინის ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებისა და ბადაგონის შესანიშნავი ღვინოების დემონსტრირებას ახდენს “ – განაცხადა გიორგი სალაყაიამ.