კახეთის სამხარეო პოლიციას ახალი უფროსი ეყოლება
პირველი არხის ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობიდან გიორგი ბაბნიაური უკვე გათავისუფლდა.
ბაბნიაურის ადგილს შოთა ჭანუყვაძე დაიკავებს, რომელიც ამ დროისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.