წნორში ოჯახური ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ.ქ-მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცოლს, ლ.თ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული წნორში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტს გულისხმობს.