სოფელ კარდენახში 16 წლის მოზარდი ბუნებრივი აირით გაიგუდა
გოგონა, სოფელ კარდენახში ბებიასთან იმყოფებოდა. imedinews-ის ცნობით, ბუნებრივმა აირმა აბაზანაში დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებლიდან გაჟონა. გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.