სუსი – სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის ადამ გუმაშვილი არ არის
ამის შესახებ სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
„ეს ინფორმაცია არის მცდარი ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა შორის არის ადამ გუმაშვილი. შემიძლია ეს უტყუარად და დადასტურებულად გითხრათ“, – განაცხადა გიორგობიანმა.
”რუსთავი 2”-მა 27 ნომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი ადამ (გურამ) გუმაშვილია.
მედიით გავრცელებულ ინფორმაცია თბილისში სპეცოპერაციის შედეგად ადამ გუმაშვილის ლიკვიდაცია პანკისის ხეობაში უარყოფეს.
გუმაშვილის მამიდის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 43 წლის გურამ გუმაშვილი საქაერთველოში არ იმყოფებოდა და გავრცელებული ცნობა მისი ლიკვიდაციის შესახებ დეზინფორმაციაა. თინა გუმაშვილის ინფორმაციით, გურამი სირიაში იმყოფება და “ისლამური სახელმწიფოს” იუსტიციის მინისტრია.
ისანში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულებს შორის გურამ გუმაშვილი ყოფნას გამორიცხავს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ზაურ გუმაშვილი.
“ადამ გუმაშვილი დაუკავშირდა ოჯახის წევრებს. ის სირიაშია და კარგად გრძნობს თავს. ვიღაცეები ცდილბენ ჩემი ოჯახის იმიჯის შელახვას და ამ პროცესში გურამ გუმაშვილის სახელის გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ გურამი ჩემი ძმისშვილია, დიდი ხანია მასთან კომუნიკაცია არ მაქვს. მან თავად აირჩია “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ყოფნა”, – განუცხადა knews.ge–ს ზაურ გუმაშვილმა.
43 წლის გურამ გუმაშვილი სირიაში 2013 წელს წავიდა. ის პანკისის უხუცესთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, სულეიმან გუმაშვილის შვილია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 21–22 ნოემბერს კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი ,ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და დაიჭრა 4 სამართალდამცავი. უწყების ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.