სტატიები

კოლეჯ ,,აისში” სატყეო საქმის პროფესიული პროგრამა დაინერგება

GIZ-ის პროგრამის “ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში მოეწყო სათანადო ინფრასტრუქურა და გადამზადდნენ სატყეო საქმის პედაგოგები. სასწავლებელი აღნიშნულ პროფესიულ პროგრამაზე, პირველ ეტაპზე, 30 სტუდენტს მიიღებს.
,,კახეთის რეგიონისთვის ეს პროფესია არის მეტად მნიშვნელოვანი და იმედს გამოვთქვამ, რომ იქნება აუცილებლად წარმატებული ჩვენი მუშაობა და მეტ სიკეთეს მოგვიტანს. სატყეო საქმის პროფესიის დანერგვა გარემოს დაცვის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია”, – განაცხადა კოლეჯ “აისის” დირექტორმა, მალხაზ ასლამაზაშვილმა. 
ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ უკვე შემუშავებულია სატყეო განათლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლებისთვის, რომელიც მოიცავს ყველა საფეხურის განათლების გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.
,,სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესიული სტანდარტი და საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების. განხორციელდა კოლეჯების ტექნიკური მხარდაჭერა და აღჭურვა იმ საჭირო ინვენტარით, რომელიც აუცილებელია ამ პროფესიის ეფექტური სწავლებისათვის. ასევე გადამზადნენ მასწავლებლები, მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მუშაობის შედეგი. პროექტს, რომელსაც ეროვნული სატყეო სააგენტო განათლების ხარისხის მართვის განვითარებს ცენტრთან ერთად ახორციელებდა, მხარდაჭერილი იყო ავსტრიის და გერმანიის მთავრობის მიერ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კოლეჯში განახლდა მთლიანად სასწავლო პროგრამა, შემუშავდა სწავლების ახალი სტანდარტი”,- განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.
საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი, დანიელ ჰაასი სატყეო საქმის პროფესიული პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობს. ჰაასი აღნიშნავს, რომ აღნიშნული სპეციალობის მიმართთულებით სწავლების დანერგვა ხელს შეუწყობს პროფესიონალი სპეციალისტების მომზადებას და ტყის მდგრადი მართვის მენეჯმენტის განვითარებას.
,,მნიშვნელოვანია, რომ კოლეჯმა ამ მიმართულებით დანერგა სასწავლო პროგრამა. ეს ხელს შეუწყობს გარემოსდაცვის მიმართულებით ახალი სპეციალისტების მომზადებას, ამასთან ერთად ტყის მდგრადი მართვის მენეჯმენტიც განვითარდება”, – აღნიშნა დანიელ ჰაასიმ.