ქვემო ალვანში ისტორიკოს გიორგი ბოჭორიძის მემორიალური დაფა გაიხსნა
ღონისძიებას ბოჭორიძის ოჯახის წევრები, ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
ორგანიზატორების თქმით, მემორიალური დაფის გახსნა მეცნიერისათვის პატივის მიგება და მისი ღვაწლის დაფასებაა.
“დიდი ქართველი მეცნიერი გიორგი ბოჭორიძე 1939 წელს ციმბირსკენ მიმავალ მატარებელში უცხო პირებმა მოკლეს და მისი ცხედარი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი სიმბოლურად შევარჩიეთ, ვინაიდან მისი მამა თადეოზი სწორედ ამ ეკლესიაში მსახურობდა. მეცნიერს გამოქვეყნებული აქვს წიგნები ,,თუშეთი,, ,,რაჭა-ლეჩხუმი,, და სხვა, თუმცა კიდევ არაერთმა ნაშრომმა ვერ იხილა დღის სინათლე. სიმბოლური საფლავის გახსნით გვინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ ამ დიდიებულ მეცნიერს”, – განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, პროფესორმა ვაჟა კიკნაძემ.