თელავის N1 საჯარო სკოლაში ეკო ჰაბი გაიხსნა
როგორც Knews.ge–ს CENN–ის კახეთის რეგიონულმა კოორდინატორმა, კახა სუხიტაშვილმა განუცხადა, ეკო ჰაბი ხელს შეუწყობს თელავის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის მოსაწლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებაში მათ ჩართულობას.
„ეკო ჰაბი არის თავისუფალი სივრცე, რომელიც მოემსახურება როგორც თელავის N1 ასევე მუნიციპალიტეტის სხვა სკოლების მოსწავლეებს, მიიღონ გარემოსდაცვითი და ეკო-ტურისტული განათლება, მოაწყონ შეხვედრები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და ა.შ. ეკო ჰაბი არის თელავის პირველი სკოლისთვის ჯილდო, რომელმაც მოიპოვა ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია და მეორე ადგილზე გავიდა“, – განუცხადა knews.ge–ს კახა სუხიტაშვილმა.
პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასა¬მთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) მიერ პროექტის „ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში“ და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
ეკო ჰაბი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ფუნქციონირებს, რომელიც CENN–ის პროგრამის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ ფარგლებში მიმდინარე წლის 19 მარტს გაიხნა.