ახალი ამბები

საგარეჯოს სახალხო თეატრმა გრან პრი მოიპოვა

სახალხო თეატრმა ლიტველ მაყურებელს სპექტაკლი „საქართველო“ წარუდგინა, რომლის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია. 
“ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ჩვენი თეატრისათვის. საგარეჯოს სახალხო თეატრმა გრან პროი დამსახურებულად მოიპოვა. ჩვენმა მსახიობებმა ლიტვაში სპექტაკლი “საქართველო” შესანიშნავად წარადგინეს. საგარეჯოს მერიის სახელით ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ”, – განუცხადა knews.ge-ს საგარეჯოს მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა არჩილ ჯაბადარმა.