ახალგაზრდები რასობრივი და რელიგიური სტერეოტიპების დაძლევას სწავლობენ
გრძელდება მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტი „ავარელი და ქართველი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება“. ტრენინგები ტარდება ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში გავაზის, თივის, ჩანტლისყურის და ახალსოფლის უფროსკლასელებისთვის.
ტრეინინგებს „გენდერული თანასწორობის“ საკითხებზე უძღვებოდა გენდერის სპეციალისტი და ამავე დროს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე. მონაწილეები გაეცნენ გენდერული თანასწორობის ბაზისურ ცნებებსა და პრინციპებს. ტრენინგი მოიცავდა ინდივიდუალურ, წვილის და ჯგუფურ თამაშებს, ვიდეობის განხილვას და კონკრეტული თემების ჩაღრმავებულ განხილვას.
25 ნოემბერის ტრენინგი სტერეოტიპების არსის გაგებასა და მათი აღმოფხვრის გზებს დაეთმო. ტრენინგს უძღვებოდა სცენარისტი და იუმორისტი გიორგი ჯანელიძე. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ცნება სტერეოტიპისს არსს, იმსეჯელეს საქართველოში არსებული სტერეორიპების რამდენიმე ჯგუფს: გენდერული, რასობრივი, რეგიონული. კონკეტულ მაგალითებზე დაყრდონით გაანალიზეს გაკრვეული სტერეოტიპების უსაფუძვლობაზე. განსაკუთრებული ინტერესი და ცხარი კამათი მოყვა გენდერული სტერეოტიპების განხილვას.