დედოფლისწყაროს მერმა მოადგილეები წარადგინა
ნიკოლოზ ჯანიაშვილის გადაწყვეტილებით, ვიცე მერის თანამდებობას სოლომონ ღორაშვილი დაიკავებს, ხოლო მისი მეორე მოადგილის მალხაზ მერაბიშვილი იქნება.
როგორც Knews.ge-ს დედოფლისწყაროს მერიაში განუცხადეს, ორივე პირი თვითმმართველ ერთეულში წლების განმავლობაში მუშაობდა.
დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით,
ჯანიაშვილის თქმით, სოლომონ ღორაშვილი 2012 წლიდან გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი იყო, ხოლო 2014 წლიდან გამგებლის მოადგილე. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში მუშაობდა მალხაზ მერაბიშვილიც. 2014 წლიდან ის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.