ახალი ამბები

ლეგოდეხის მერის მოადგილედ ალექსი ჭანკოტაძე დაინიშნა

აღნიშნულ თანამდებობას ალექსი ჭანკოტაძე დაიკავებს, რომელიც ყოფილი გამგებლის, კახა ჯამბურიას მოადგილედ 2016 წლის ივლისიდან მუშაობდა. მდივნიშვილის მეორე მოადგილის ვინაობ კი ჯერჯერობით უცნობია. 
„ალექსი ჭანკოტაძე კვალიფიციური კადრია. ის გამგებლის მოადგილე იყო და საკამოდ წარმატებით ასრულებდა თავის მოვალეობას. ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი ვინ იქნება ჩემი მეორე მოადგილე. მის ვინაობას უახლოეს მომავალში დავასახელებ“, – განუცხადა knews.ge–ს ჯონდო მდივნიშვილმა. 
ალექსი ჭანკოტაძემ 1998 წელს ლაგოდეხის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ის 2014–2016 წლებში მუშაობდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად. 2016 წლიდან კი ყოფილი გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მანამდე ჭანკოტაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ასოციაციის“ წევრი იყო.