ხვალ უკრაინის პრემიერ-მინისტრი თელავს ეწვევა
კულტურის სამინისტროს ცნობით, ,,ქალაქის სტუმარი მიხეილ გიორგაძესთან ერთად პარკ “ნადიკვარში” უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას ძეგლს ყვავილებით შეამკობს.
,,ეს უკრაინის პრემიერ- მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში და იგი „აბრეშუმის გზის“ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ლესია უკრაინკას (ლარისა კოსაჩ-კვიტკა) ძეგლის დადგმის ინიციატივა უკრაინის მთავრობას ეკუთვნის, ძეგლი საქართველოში კიევიდან 2010 წელს ჩამოიტანეს. უკრაინელმა პოეტმა სიცოცხლის უკანასკნელი 10 წელი, მეუღლესთან ერთად, საქართველოში, მათ შორის თელავში გაატარა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კახეთში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მონახულება და ღვინის მარანში კახური ღვინის დეგუსტაცია.