გურჯაანის მერმა მოადგილეები წარადგინა
სიმონ ქოჩორაშვილი უხელმძღვანელებს საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურს, ინფრასტრუქტურის სამსახურსა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს. ნიკოლოზ გეთიაშვილი კი ზედამხედველობის, იურიდიულ, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს.
არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ორივე პირი კვალიფიციური კადრია და იმედი აქვს, რომ ახალ გუნდთან ერთად გურჯაანში არსებულ პრობლემებს დროულად მოაგვარებს.
,,მას შემდეგ რაც შევუდექი ჩემი უფლებამოსილების შესრულებას, დავიწყე კონსულტაციები ჩემი მოადგილეების შერჩევასთან დაკავშირებით. პირველი მოადგილე, სიმონ ქოჩორაშვილი არის კვალიფიციური კადრი, ის წლების განმავლობაში მუშაობდა საკრებულოში და მისი საქმიანობა იყო ნაყოფიერი. მეორე მოადგილეს, ბიზნესმენ ნიკოლოზ გეთიაშვილს, დიდი გამოცდილება აქვს მცირე ბიზნესში. მას, ასევე, აქვს მარკეტინგული ქსელი. რაც ყველაზე მთავარია აქვს გამოცდილება სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ეს ყველაზე პრიორიტეტულია გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის. მე იმედი მაქვს, რომ იმ პრობლემების მოგვარებას; რომლებიც დღეს სოფლის მეურნეობის კუთხით დგას გურჯაანში, მის მოგვარებას ერთად გავართმევთ თავს. ჩვენი გუნდი აქტიურად იმუშავებს პრობლემების მოგვარებას. იმედი მაქვს, რომ გურჯაანი იქნება საუკეთესო მუნიციპალიტეტი რეგიონში და ყველაზე წარმატებული 4 წლის შემდეგ ჩემი გუნდის დახმარებით”,- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.