სიღნაღის ვიცე მერად მადონა ბატიაშვილი დაინიშნა
იგი კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში გუბერნიის პრესსპიკერი იყო.
მადონა ბატიაშვილის განცხადებით, აღნიშნული თანამდებობა მისთვის საპასუხისმგებლოა და ყველაფერს გააკეთებს ქალების უფლებების დასაცავად და ადგილობრივი თვიმართველობის საქმიანობაში მათ ჩართულობას ხელს შეუწყობს.
,,მადლობას ვუხდი გიორგი გოგილაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის და შევეცდები მაქსიმალურად კარგად შევასრულო ჩემი მოვალეობები. მე სიღნაღელი ვარ, ვიცი მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ და ვფიქრობ, მერს სჭირდება ისეთი გუნდი, რომელიც მოახერხებს ამ პრობლემების დროულად მოგვარებას და ხალხისათვის სასიკეთო საქმეების გაკეთებას. მოსახლეობის მეტი ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში, მეტი გამჭვირვალობა, ნაკლები ბიუროკრატია და საქმეზე ორიენტირებული მეტი ადამიანი – ეს არის ჩვენი მთავარი მიმართულება. რაც შეეხება ქალებს, მე ხელს შევუწყობ, რომ მეტი ქალი ყოს საპასუხისმგებლო საქმეების კეთებაში ჩართული”,– განუცხადა Knews.ge-ს მადონა ბატიაშვილმა.