გურჯაანში ლიმონათის ქარხანას საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანში ლიმონათის ქარხანას საწარმოო პროცესი შეუჩერა. უწყებამ უალკოჰოლო სასმელების საწარმოში ინსპექტირება ჩაატარა.
,,მოწმდება საწარმოს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, საწარმოო პროცესი, არომატიზატორების ვარგისიანობა, შესაფუთი მასალა და ტარა, ასევე პერსონალის ჰიგიენა. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება როგორც მცირე, აგრეთვე მსხვილ საწარმოებში”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ საწარმოების შემოწმების პროცესში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის ფაქტები და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უალკოჰოლო სასმელების საწარმოებში 37 ინსპექტირება განხორციელდა.