თელავის საკრებულოში ერთი ფრაქცია დარეგისტრირდა
მისივე ინფორმაციით, ფრაქციის შემადგენლობაში 12 დეპუტატი იქნება. ფრაქციის შექმნას, ასევე, გეგმავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„ნაციონალური მოძრაობა თელავის საკრებულოში ფრაქციას აუცილებლად შექმნის. ამ ეტაპზე პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები ვინ უხელმძღვანელებს ფრაქციას“, – განუცხადა knews.ge–ს საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაადურ რევაზიშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექის მიხედვით, ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 3-ზე ნაკლები. თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართა. დეპუტატებმა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი არჩილ თხლაშიძე, ფარული კენჭისყრით, აირჩიეს. თხლაშიძის კანდიდატურას საკრებულოს ოცდაექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ხუთი დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა. თხლაშიძის მოადგილე კი ცენტრალური თელავის მაჟორიტარი დეპუტატი, გიგა ორკოდაშვილი გახდა.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 20 მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული 15 წევრია. ,,ქართულ ოცნებიდან“ საკრებულოს წევრია 27დეპუტატი, ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ – 5, ,,ევროპული საქართველოდან“ – 2, ხოლო ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ კი – ერთი.