გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი ახალგაზრდა პარლამენტარების გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს
პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი ზაზა გაბუნია, ლევან გოგიჩაიშვილი და ცოტნე ზურაბიანი ახალგაზრდა პარლამენტარების მეოთხე საპარლამენტთაშორისო კავშირის გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. საერთაშირისო კონფერენცია 17-18 ნოემბერს მიმდინარეობდა და ახალგაზრდა პარლამენტარების, როგორც წამყვანი აქტორების ჩართულობის საკითხებს მიეძღვნა.
როგორც პარლამენტის წევრის ბიუროში განაცხადეს, კონფერენციის ფარგლებში დისკუსიების ნაწილი მოიცავდა მიგრაციისა და ახალი გლობალური კომპაქტის შესახებ უსაფრთხო, ეკონომიკური, სოციალური ინტეგრაციის პოლიტიკის საკითხებს. აგრეთვე გულისხმობს ახალგაზრდა პარლამენტარების ჩართავს, მათ მონაწილეობას აღნიშნული საკითხების რეგულაციისთვის. განხილული იყო საკითხები ახალგაზრდები მოძრაობაში: მიგრაცია 21-ე საუკუნეში. პანელ-დისკუსიები: მიგრაცია და სოციალური ჩართულობა.