ახალი ამბები

თელავში თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ შეხვედრა გაიმართება

შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, დისკუსიას გაუძღვებიან ექსპერტები თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი და ლადო სანიკიძე. 
,,პროექტის მიზანია დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნოს ინფორმაცია თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ, რა გამოწვევების წინაშე დგას თვითმმართველობაგაუქმებული ქალაქები. მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელების და ადგილობრივების მოსაზრებების მოსმენა. შეხვედრის მიზანია პრობლემიდან გამოსავლის ძიება და მოსახლეობის პოზიციასთან ერთად მისი ხელისუფლებამდე მიტანა’’,– განუცხადეს Knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
პროექტს ,,თვითმმართველობების შენარჩუნებისა და გაძლიერების ხელშეწყობა” – ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი, ინტერენეტგამოცემა TSpress.ge-სთან და კახეთის ხმასთან ერთად, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით.
შეხვედრა გაიმართება ორშაბათს, 20 ნოემბერს, 12 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრაზე მოწვეული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიისა და არასამთავრობოთა წარმომადგენლები.