სოფელ ლაფანყურში ხევში მანქანის გადავარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ხევში გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, ადგილზე გარდაიცვალა, ერთი მგზავრი კი დაშავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში knews.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.