დედოფლისწყაროს სამი სოფლის მოსახლეობა მიწით კვლავ ისარგებლებს
დედოფლისწყაროს მერის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, ფერმერებსა და ბანკის წარმომადგენლებს შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების მიხედვით, “ საქართველოს ბანკი“ ადგილობრივებს გრძელვადიანი განვადების ხელშეკრულებას უპროცენტოდ გაუფორმებს და სამი სოფლის მოსახლეობა მიწით სარგებლობას კვლავ შეძლებს.
გუშინ ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს მოსახლეობამ მიწების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
მათი ინფორმაციით, 3600 ჰექტარი მიწა წინა ხელისუფლებამ კომპანია „ჯეო-აგროზე” ისე გაასხვისა, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, დღეს კი ის ”საქართველოს ბანკის” საკუთრებაა.
აქციის მონაწილების თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწებს წლების განმავლობაში იყენებდნენ, თუმცა მიმდინარე წელს ბანკმა დაცვის კომპანია დაიქირავა და საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარებას ვეღარ ახერხებდნენ.