ახალი ამბები

ლაგოდეხში მდებარე ვარდის სათბურში მომავალ წელს გაორმაგებულ მოსავალს ელოდებიან

მეწარმის, ვასილ აფციაურის თქმით, ვარდის მცირე სათბურს, რომელიც კუსტარულად ჰქონდა დამზადებული, წლების განმავლობაში ამუშავებდა, თუმცა მცირე მოსავალს იღებდა. მეწარმის ინფორმაციით, გასულ წელს, სოფლის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის თანადაფინანსებით, 480 კვადრატულ მეტრზე ვარდის სათბური გააშენა, დაამონტაჟა წვეთოვანი სარწყავი სისტემა და დარგო 5000 ძირი ვარდი.
,,წლებია მქონდა კუსტარულად მოწყობილი ვარდის სათბური, რაც საშუალებას არ მაძლევდა, რომ განვვითარებულიყავი და წარმოება გამეზარდა. რაოდენობითაც ნაკლები მოსავალი მოდიოდა. დაახლოებით წელიწადში 10 00-15 000 კოკორს ვჭრიდი. როცა გავიგე ევროკავშირის სოფლის განვითარების პროგრამის შესახებ, მივიღე მონაწილეობა და დამიფინანს ვარდების თანამედროვე სათბურის მოწყობა. ევროკავშირის გრანტი იყო 18 779 ლარი და თანადაფინანსება ჩვენი 6 185 ლარი. კუსტარულად როცა მომყავდა ვარდი მაძლევდა სამ მოსავალს, ახლა კი 4 მოსავალს მივიღებ. შესაბამისად გაიზრდება კიდევაც შემოსავალი. რაც მნიშვნელოვანია ადგილზე დასაქმებულია 5 ადამიანი”,- განაცხადა ვასილ აფციაურმა.
ENPARD პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოში დღემდე სოფლის განვითარების 85 ინიციატივა დააფინანსა, მათ შორის, 30 ლაგოდეხში.