კახეთის 7 მუნიციპალიტეტში საკრებულოს პირველი სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, პირველ სხდომას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები გახსნიან. შემდეგ კი მას უხუცესი წევრები გაუძღვებიან. სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს ახალ თავმჯდომარეებსა, მათ მოადგილეებს და მუდმივმოქმედი კომისიის ხელმზრვანელებს აირჩევენ. ამავე დროს წინა მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეუჩერდება.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა მმართველმა პარტიამ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გუშინ გაიმართა. დეპუტატებმა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ მმართველი პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი, არჩილ თხლაშიძე, ფარული კენჭისყრით, აირჩიეს. თხლაშიძის კანდიდატურას საკრებულოს ოცდაექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო ხუთი დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა. თხლაშიძის მოადგილე კი „ქართული ოცნების“ სიის მეორე ნომერი, გიგა ორკოდაშვილი გახდა. საკრებულომ მუდმივმოქმედი 5 კომისიის თავმჯდომარეც აირჩია.