,,კაბადონი” ნომინაციის ,,წლის ტურისტული ბიზნესი” ფინალისტია
,,ჩვენი სასტუმრო წელიწადის ნებისმიერ დროს იღებს დამსვენებლებს, რომელთა სიმცირეს არ ვუჩივით. სიღნაღის თითქმის ყველა სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს. განსაკუთრებით დიდია დაინტერესება უცხოელი ტურისტების მხრიდან. ბუტიკ-სასტუმროს სავიზიტო ბარათი მისი არაჩვეულებრივი ადგილმდებარეობაა – ერთი მხრიდან ალაზნის ველზე მიმოფანტული ვენახებისა და კავკასიონის ქედის შთამბეჭდავი პანორამა იშლება, მეორე მხარე კი სიღნაღის ისტორიულ უბანს გადაჰყურებს. სტუმრებს ყოველდღიურად ვთავაზობთ ქართული და ევროპული სამზარეულოს მრავალფეროვან მენიუს”, – ამბობს ,,კაბადონის” გენერალური მენეჯერი თამარ ნიკურაძე.
,,კაბადონი” სიღნაღში 2012 წლის მიწურულს გაიხსნა.