კანონპროექტის გახილვა, რომელიც მიწების მორატორიუმზე ბანკების საკითხს არეგულირებს, შეჩერდა
საპარლამენტო უმრავლესობამ საკითხის განხილვა სექტემბრის დასაწყისში დაჩქარებული წესით დაიწყო, თუმცა პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, პროცესი აღარ გაგრძელებულა. საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მასში შესაძლოა კიდევ განხორციელდეს ცვლილებები.
„საკითხმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. დამატებითი კითხვები რომ არ გაჩენილიყო და ყველასთვის დეტალურად და კარგად აგვეხსნა, საკითხის განხილვა დროებით შეჩერდა. სწორედ ჩვენი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საკითხი აუცილებლად უნდა დარეგულირდეს“, – ამბობს ანრი ოხანაშვილი.
კახელი ფერმერების ნაწილის აზრით, სოფლის მეურნეობის გაძლიერების მიზნით და მიწის დამუშავების პრობლემების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფომ მორატორიუმი არ უნდა გამოაცხადოს.
,,იმედია, მთავრობა ადექვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენ ინტერესებს გაითვალისწინებს”, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას გურჯანში მცხოვრები სოსო მწარიაშვილი.