ახალი ამბები

თელავში 13 წლის ნინოს დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ღონისძიების ინიციატორის, მოხალისეთა ჯგუფის ,,თელავის მოხალისე“ წევრის, შოთა ბოტკოველის ინფორმაციით, საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარების ინიციატივა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. 
,,მოხალისეთა ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ ნინოსთვის ჩაგვეტარებინა საქველმოქმედო კონცერტი. ამ ინიციატივით მივმართეთ ადგილობრივ თვითმმართველობას და მათი მხარდაჭრით ჩავატარეთ საქველმოქმედო კონცერტი. ამით გვინდა ნინის დავეხმაროთ გამოჯანმრთელებაში და იმედი გვაქვს ბევრი მოქალაქე შემოგვიერთდება, დაგვეხმარება და ყველაფერი კარგად იქნება’’,– განუცხადა Knews.ge-ს შოთა ბოტკოველმა.
გოგონას დედის თქმით, ნინოს რამდენიმე ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროება, რომელიც საქართველოში არ კეთდება. მისივე ინფორმაციით, გერმანიაში გამოკვლევების ჩასატარებლად და ოპერაციებისთვის საჭიროა 45 000 დოლარია, რომლის გადახდის შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს.
,,ნინი დაიბადა თანდაყოლილი ზურგის ტვინის თიაქრით, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ერთი პრობლემა, მას, ასევე, ჰქონდა ძვლების არასწორი განვითარება. სამი ოპერაცია ჩატარდა, თიაქრის და ბარძაყის ძვლების კორექცია, თუმცა ამ ოპერაციებმა არანაირი შედეგი არ მოგვიტანეს, რადგან ოპერაცია ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე ჩატარდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნინოს ბარძაყის ძვლებს არ აქვს შიგთავსი და უფრო რთული მდგომარეობა დაგვიდგა. ასევე გაირკვა, რომ შესაძლოა გოგონას დაემართოს ანემიაც. ჩვენ გავაგვზანეთ მონაცემები ინგლისში, ამერიკაში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში. გერმანია თანახმაა მიგვიღოს, თუმცა საჭიროა თანხა 45 ათას დოლარამდე, რომ გაკეთდეს ჯერ გამოკვლევები და შემდეგ ოპერაცია. დიდი ხანია რაც გერმანიაში ერთ–ერთ კლინიკაში ჩვენს ჩასვლას ელიან, რათა ძვირადღირებული გამოკვლევა ჩაუტარდეს და 
და შემდეგ დაიგეგმოს ოპერაციები შარდის ბუშტის გადანერგვის და ასევე ქვედა კიდურების ძვლების კორექციისთვის. ისიც არ ვიცით რომელი ოპერაციის ჩატარებაა საჩქარო. ყველაზე მნიშვნელოვანი საჭირო თანხის მოგროვებაა, რაც ჯერ არ გვაქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ ანგარიში გაგვეხსნა ბანკში და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საქველმოქმედო კონცერტში მიიღო მონაწილეობა, თანხა გაიღო და დაგვეხმარა’’, – განუცხადა Knews.ge-ს ნინოს დედამ.
ნინოს დასახმარებლად ბაზის ბანკში გახსნილია ანგარიშის ნომერი: GE58 BS00 0000 0065 7366 01, დახმარების მსურველებს, ასევე, შეუძლიათ დარეკონ ბილაინიდან და მაგთიდან ნომერზე: 0901701289.