ახმეტაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს ქალს იმ დრო დაეჯახა, როცა ის გზის გადაკვეთას ცდილობდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის შედეგად დაშავებული 70 წლამდე ასაკის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.