ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

“მოწმდება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი, ეტიკეტირება და მიკვლევადობა. აგრარული ბაზრები შემოწმდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია: ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშის აღება,” – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს საქართველოს აგრარულ ბაზრებში 161 ბიზნესოპერატორის ინსპექტირება განხორციელდა.