სოფელ ახაშენში სასტუმროს მშენებლობა იწყება
პროექტს, რომლის ღირებულება 2,3 მილიონი დოლარია, საქართველოს ბანკი აფინანსებს.
,,საქართველოს ბანკის გარდა, სასტუმროს მშენებლობა ფინანსდება DCFTA-ის პროექტის ფარგლებში. თანამშრომლობის შედეგად, KTW ჯგუფს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის არის ღვინის საწარმოები. ერთ–ერთი მდებარეობს ველისციხეში, რომელიც ერთ–ეთი დიდი სპირტის სახდელი საწარმოა”, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.