ახალი ამბები

კაჭრეთში რძის მწარმოებლებისთვის სემინარი გაიმართა

ავსტრიელმა სპეციალისტებმა სემინარის მონაწილეებს ახალი ტექნოლოგიებისა და წარმოებაში მათი გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გააცნეს. 
კომპანია ,,ინვეტის” დირექტორის, დავით შალამბერიძის თქმით, რძის მწარმოებლებისთვის სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, რადგან წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და არსებული სიახლეების გაცნობა დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. 
,,ჩვენი კომპანია ინტენსიურად ატარებს სხვადასხვა სახის ტრენინგს. ვცდილობთ ვიყოთ აქტიურები ვეტერინარიის და ცხოველთა კვების კუთხით, ვინაიდან ეს დარგები ვითარდება და სულ უფრო მეტი ინვესტიცია იდება მეცხოველეობის დარგში. კახეთში ბევრი მაღალპროდუქტიული მცირე და საშუალო ფერმაა, მათ აქვთ შესაძლებლობა იმის, რომ გამსხვილდნენ და რძის წარმოება ინტენსიურად დაიწყონ, რომელიც დღეს საქართველოში დეფიციტს წარმოადგენს. ავსტრიელი ექსპერტები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება ფერმერებს გაუზიარეს, კომპანია ,,ბიომინის” წარმომადგენლები არიან. მინდა აღვნიშნო, რომ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს და სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებში ეს მიმართულებები არ არის პოპულარული,”– განუცხადა knews.ge-ს დავით შალამბერიძემ.