ახალი ამბები

მე აქ ვარ – აქცია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დასახმარებლად

აუტიზმით დაავადებული ბავშვები, რომლებიც 15 წელს გადააბიჯებენ, ეროვნული ცენტრის მთავარი მოქმედი პირები იქნებიან. დასაქმება, განათლება და უკეთესი ცხოვრების პირობები, რაც ასე სჭირდებათ ბავშვებს, – ამ პირობების შექმნა საზოგადოების დიდი აქტიურობით და მონაწილეობით გახდება შესაძლებელი. 

არ გამოტოვოთ სოციალურ ქსელში გავრცელებული ე.წ  ჰეშთეგი #მეაქვარ, რაც ამ ცენტრის დაარსების მხადამჭერი საზოგადოებრივი კამპანიის ნაწილია.

„სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ცენტრებში კი ამ კამპანიის მხარდასაჭერად ფერადი სტიკერების შეძენაა შესაძლებელი. აქციის ფარგლებში ასეთი სტიკერები იყიდება „კარფურის“, „გუდვილის“ და „სპარის“ სალაროებთან, რომლებიც ღირს 2 ლარი, შემოსული თანხა მოხმარდება ცენტრის მშენებლობის პროექტირების ხარჯებს.“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

აქციის სლოგანია “მე აქ ვარ”, რომელიც, ერთი მხრივ, გულისხმობს, რომ „აქ ვარ” , როგორც აუტიზმის მქონე მოზარდი და, მეორე მხრივ,  ” აქ ვარ” როგორც ადამიანი, რომელიც ვეხმარები მათ უკეთესი მომავლის შექმნაში.

აქციას უკვე შეუერთდა სამედიცინო ცენტრი ,,კახეთი-იონი”, რომელიც მიზნად ისახავს აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის ფერადი ქალაქის მშენებლობას. სიკეთე გადამდებია!