თელავში 32 წლის მამაკაცი მოკლეს
სამართალდამცავებს ჯერ არავინ არ დაუკავებიათ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დაუდაშვილი საავტომობილო სახელოსნოში სამუშაოს ასრულებდა. მკვლელობის მოტივზე ოჯახის წევრები და თანამშრომლები ვერ საუბრობენ. როგორ საავტომობილო სახელოსნოს მეპატრონემ knews.ge-ს განუცხადა, თანამშრომლის მკვლელობის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა.
“მე არ ვიყავი სახელოსნოში. როდესაც გავიგე რომ როლანდის ესროლეს, მაშინვე გავიქეცი სახელოსნოში. მე როლანდი უკვე გარდაცვლილი ვნახე”.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული, თუმცა მედიკოსებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.