ახალი ამბები

თელავის საპატიო მოქალაქის წოდება 6 პირს მიენიჭა

საპატიო თელაველის წოდება 6 პირს მიენიჭა. 
„ექიმებმა ეთერ პაპავამ და გურამ ძამუნაშვილმა, მეცნიერმა გიული ანდრონიკაშვილმა, მოცურავე თინათინ ლეკვეიშვილმა, მუსიკოსმა ჯუმბერ სახეიშვილმა და ისტორიკოსმა გურამ ურჩუხიშვილმა თელავის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს. მათ ეს ჯილდო თელავისა და თელაველების წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის დაიმსახურეს. ამ ადამიანებმა ქალაქის წინსვლასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს“, – განუცხადა Knews.ge–ს თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ფიქრია ყუშიტაშვილმა.