ახალი ამბები

ქართული ფქვილი ანგოლას, ირანისა და ერაყის ბაზარზე გაიყიდება

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით, ოქტომბერში საქართველოდან 1 096 ტონა ფქვილია ექსპორტირებული. 904 ტონა ფქვილი გავიდა ანგოლაში, 48 ტონა ირანში, 144 ტონა კი ერაყში.
მათივე ცნობით, სულ ექსპორტირებულია 348 521 დოლარი. 
“ამავდროულად საქართველოში იმპორტირებულია 1 515 ტონა ფქვილი. ძირითადი იმპორტიორი რუსეთია, იმპორტიორებს შორისააა უკრაინა, იტალია და ავსტრია”, – განაცხადეს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში.