ყვარელში რვა ნომრიანი სასტუმრო აშენდება
პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1027 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაყიდა.
უწყების ინფორმაციით, საპრივატიზაციო თანხამ 293 ათასი შეადგინა, რომლის ფარგლებშიც ყვარელში რვა ნომრიანი სასტუმრო აშენდება.
”ბოლო დროს საქართველოში დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების საგრძნობმა მატებამ კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამ მიზნით, პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ინვესტორებს ყვარელში არსებული სახელმწიფო ქონება შესთავაზა. ელექტრონული აუქციონების მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა და ვაჭრობის შედეგად გამოვლენილმა გამარჯვებულებმა სასტუმროს მშენებლობის ვალდებულება აიღეს”, – აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.