ახალგაზრდები უცხოსადმი ნეგატიური სტერეოტიპის გადალახვას სწავლობენ
პროგრამის ფარგლებში 28 ოქტომბერს ახალსოფლის ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „რა არის უცხო“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სოფლების: გავაზის, თივისა და ჩანტლისყურეს ახალაგაზრდებმა.
ტრენინგის მიზანია, ერთი მხრივ, დაეხმაროს უფროსკლასელებს უცხოსადმი ნეგატიური სტერეოტიპის გადალახვაში, მეორე მხრივ კი, ხელი შეუწყოს ეთნიკური ქართველი და ავარიელი ახალგაზრდების დაახლოვებასა და გაცნობას.
პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მშვიდობის, დემორკატიის და განვითარების გავკასიური ინსტიტუტი, ფინანსურ დახმარებას უწევს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“. სულ დაგეგმილია 12 მსგავსი ტიპის შეხვედრის ორგანიზება ყვარლის მუნიციპალიტეტში.