საგარეჯოს სოფელ ქეშალოში 30 წლამდე მამაკაცი მოკლეს
მაჯით მამედოვს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. როგორც knews.ge-ს იორმუღანლოს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელმა, ნათიკ რასულოვმა განუცხადა, ბრალდებულს მამედოვის ვალი ჰოქნდა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა.
„მაჯით მამედოვი გუშინ ღამე დანით დაჭრეს. მამედოვი ითხოვდა, რომ ბრალდებულს ვალი დაებრუნებინა, თუმცა მან თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, რის გამოც მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ბრალდებულმა მამედოვს ჭრილობები გულ-მკერდის არეში მიაყენა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს“, – განუცხადა knews.ge-ს ნათიკ რასულოვმა.
მოკლულის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა ბრალდებულის ვინაობა უკვე დაადგინეს, თუმცა ჯერ არ დაუკავებიათ და მიმდინარეობს მისი სამძებრო სამუშაოები.