ახალი ამბები

სოფელ შილდაში 40 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

გურამ გურასპიშვილი თოკზე დაკიდებული მეზობელმა ნახა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყვარლიდან თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
მამაკაცი რამდენიმე დღის წინ შილდაში გარდაცვლილი ეკა ნაქევხრიშვილის მაზლია. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ოჯახში დაკრძალვის პროცესია მიმდინარეობდა.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.